Foto

ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

მასწავლებელ ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელი კობა ფიფიაშვილი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.

ამასთან, კობა ფიფიაშვილს აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.