ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მისი მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
სხდომა, როელსაც ორივე ბრალდებული ესწრებოდა, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახენებთ, ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს, მისი მეუღლე მარიამ იაშვილი კი, 11 მაისს დააკავეს. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, აბაშიძეს კი, ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).
დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press