შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, 1990 წელს დაბადებულ მ.ჩ. - ს, 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ. - ს, 1986 წელს დაბადებულ ს.ჭ. - ს და 1992 წელს დაბადებულ ო.კ. - ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულთაგან ერთ-ერთ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა გ.მ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press