Foto

SJC-ის ცნობით, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარეს

დღეს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს გზით დაკითხვაზე დაბარებულია, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" (SJC) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლინა ღვინიანიძე. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, ლინა ღვინიანიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარეობს.

"დღეს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს გზით დაკითხვაზე დაბარებულია, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლინა ღვინიანიძე.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით 222-ე, 225-ე და 226-ე მუხლებით, რომლებიც „საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულს“ ეხება", - წერს ორგანიზაცია.