თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გენპროკურატის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019-2022 წლებში, თითქოსდა საცხოვრებელი ბინების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის პირობით, ბრალდებული 51 მოქალაქის კუთვნილ - 3 023 176 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ", მეოთხე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად ძალაში დარჩა და ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
The hearing on the lawsuit seeking to ban oppos...
Tbilisi City Court has sentenced Eliso Kiladze,...
The International Press Institute (IPI) has con...
It makes me smile when some people say, with a ...
Former employees of the State Security Service ...
Mana press