საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.
"აღნიშნული ინტერვენციის მიზანია, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.
ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისთვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს, ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის",- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე ...
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შ...
თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარ...
ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანი...
2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ...
Mana press