Foto

„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი - ვოლვო EX30 წარადგინა

კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინი და 100%-ით ეკომეგობრული  - „ვოლვო ქარ საქართველომ“ ქართველი მომხმარებლისთვის ახალი, სრულად ელექტრო EX30 წარადგინა. შვედური ბრენდის ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV-ის პრეზენტაცია კომპანიის შოურუმში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალ ელექტრომობილს პირველები გასცნობოდნენ, შეეფასებინათ მისი შესაძლებლობები და დიზაინის სიახლეები.

შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ EX30  SUV კატეგორიაში ვოლვოს ყველაზე კომპაქტური ზომის ელექტრომობილია, მას საკმაოდ მოცულობითი სალონი აქვს. EX30 წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით. ელექტრომობილს სრული დამუხტვით  500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ-მდე 3.6 წმ-ს შეადგენს.

მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს ვოლვოს სრულიად ახალი და განსხვავებული ელექტრომოდელი წარვუდგინეთ. ვფიქრობ, EX30 ის გამოჩენა ბაზარზე ძალიან საინტერესო სიახლე იქნება ქართველი მომხმარებლისთვის. ახალი მოდელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და რაც ყველაზე მთავარია, EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს - გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსხვავებულსა და  მიმზიდველს ხდის ავტომობილს ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

EX30 -ის მიმართ მოლოდინები საკმაოდ მაღალია. ავტომობილის გაყიდვა წინასწარი ჯავშნების საფუძველზე ვოლვოს ცენტრში უკვე დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, ეს მოდელი ძალიან მოთხოვნადი  იქნება, რასაც მისი დიზაინი, უსაფრთხოება და მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს“.

EX30-ის პრეზენტაციას წინ უძღოდა ორიგინალური თიზინგკამპანია. ორი კვირის განმავლობაში თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ვოლვოს თეთრი, სკანდინავიური მინიმალიზმით გამორჩეული ინსტალაციები იყო განთავსებული და საზოგადოებას საინტერესო სიახლეზე მიანიშნებდა. წარდგენის დღეს კი შოურუმში იდენტური ინსტალაცია სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა და ვოლვო EX30 პომპეზურად წარდგა სტუმრების წინაშე. პრეზენტაციის პარალელურად გაიხსნა ქალაქის სხვადასხვა უბანში დადგმული ინსტალაციებიც, რომლებშიც EX30-ის სხვადასხვა ფერის მოდელი იყო განთავსებული.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: ვოლვოს ახალი მოდელის, EX30-ის წარდგენისთვის განსხვავებული გზა ავირჩიეთ, რადგან გვსურდა, როგორც ჩვენი სტუმრებისთვის, ისე თბილისის მცხოვრებლებისთვის საინტერესოდ შეგვეთავაზებინა ჩვენი სიახლე. სწორედ ამ იდეით შეიქმნა თიზინგკამპანია და ვფიქრობ, მას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ვოლვოს გამორჩეული ინსტალაციები ჩვენი მომხმარებლებისთვის უცხო არ არის, თუმცა ამჯერად განსხვავებული ფორმა ავირჩიეთ, ვეცადეთ ის მუხტი რაც ახალი ავტომობილის წარდგენას ახლავს მაქსიმალურად გაგვემძაფრებინა და მომხმარებლებში დადებითი მოლოდინი შეგვექმნა. მთელი კამპანიის კულმინაცია კი პრეზენტაციის დღე იყო, როდესაც  ჩვენს სტუმრებს ახალი მოდელი წარვუდგინეთ და დეტალურად გავაცანით მისი მახასიათებლები. აღსანიშნავია, რომ ვოლვოს ინსტალაციები ჩვენს შურუმში და ქალაქის ლოკაციებზე ერთდროულად გაიხსნა, ვფიქრობ ახალი ვოლვო EX 30 ძალიან საინტერესოდ წარდგა საზოგადოების წინაშე“.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში გამართული პრეზენტაცია დეველოპერული კომპანია „სითიზენის“, ალდაგის პრემიუმ დაზღვევა „პრიმო“-სა და კომპანია GD Alco-ს მხარდაჭერით გაიმართა.

მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით Volvo EX30 შექმნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის. ელექტრომობილს აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. ახალი მოდელისთვის შექმნილი აპლიკაცია მოიცავს ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მომსახურებას, დაწყებული დამუხტვით, დამთავრებული სავსე ავტოსადგომზე მანქანის პოვნით. ახალი Volvo EX30 საკმაოდ კონკურენტული ღირებულებით შემოდის ქართულ ბაზარზე. მისი სარეალიზაციო ფასი 36 000 ევროდან იწყება.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.