დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობით, ფსოუზე მომხდარ სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.
მედიის ცნობით, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი აცხადებს, რომ დაკავებულია 4 პირი, მათგან 3 დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ერთი კი რუსეთის ფედერაციაში დააკავეს.
"ინციდენტში სულ 7 ადამიანი მონაწილეობდა. რუსეთში დაკავებული ეჭვმიტანილი "დადგენილი წესით აფხაზურ მხარეს გადაეცემა",- აღნიშნულია ე.წ. შს სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსეთ-აფხაზეთის "სასაზღვრო პუნქტზე" სროლა იყო. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press