"სელფი მობაილმა", ქართულმა მობილურმა ოპერატორმა რომელიც საქართველოში 1,3 მლნ აბონენტს ემსახურება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში მომხმარებლებს არაერთი სურპრიზი შესთავაზა. გერმანიაში, ყველა ქალაქში რომლებშიც საქართველოს ნაკრები თამაშს მართავდა, მოეწყო "სელფის" ფანზონები, სადაც ქომაგებს შეეძლოთ თამაშამდე გახურება და შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. "სელფიმ" მომხმარებელს ასევე წარუდგინა სრულიად განახლებული როუმინგი, კიდევ უფრო შემცირებული ტარიფებითა და გაზრდილი მეგაბაიტებით. შეთავაზებას საჩუქრად მოყვება Google Maps აპლიკაციით ინტერნეტის გარეშე სარგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაკეტის ჩართვის შემთხვევაში Google Maps-ის გამოყენებისას როუმინგის მეგაბაიტები არ იხარჯება. ამ დროისთვის, "სელფის" როუმინგით სარგებლობის მაჩვენებელი სამჯერ აჭარბებს შარშანდელი წლის ამავე პერიოდის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ფეხბურთის ჩემპიონატის დროს დაფიქსირებული, როუმინგის მომხმარებელთა რიცხვის 13-ჯერ ზრდა, ივლისშიც შენარჩუნებულია.
"სელფის", მსოფლიოს მასშტაბით, ხელშეკრულება აქვს გაფორმებული წამყვან მობილურ ოპერატორებთან, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საუკეთესო როუმინგ მომსახურებას. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ორი პაკეტი: ევროპასი (ევროპა + თურქეთი + Google Maps), ან კონტინენტალპასი (მსოფლიო + Google Maps)
Euro Pass
• 1GB + Google maps - ფასი: 10 ₾
• 3GB + Google maps - ფასი 25 ₾
• 5GB + Google maps - ფასი: 35 ₾
• 10GB + Google maps - ფასი: 65 ₾
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ "სელფის" ვებგვერდს.
ციფრული ვალუტების ბაზრის მზარდი ინტერესის ფონზე...
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე ...
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შ...
თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარ...
ბაზისბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანი...
Mana press