როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ მცნო დამნაშავედ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფა, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
როგორც ქაცარავა აღნიშნავს, ის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება შეუზღუდა.
"როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ მცნო დამნაშავედ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფა. ჯარიმა 2 000 ლარი და 2 წლით იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა.
დასკვნა? სასამართლო წარმოადგენს "ქოცნების" ბრმა იარაღს და არ უნდა გვქონდეს ილუზია მის რამე სახით დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
26 იქტომბერს "რუსული ოცნება" უნდა გავუშვათ მის ორგანულ, მშობლიურ წიაღში, რუსეთში.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, რომელსაც რუსეთს საჩუქრად უმზადებს ქოცმთავრობა",- წერს ქაცარავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press