Foto

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სადიგოვი 2024 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა"- აცხადებენ უწყებაში.

სადიგოვის ინტერესებს "უფლებები საქართველო" იცავს. 

"არსებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა სადიგოვი დააკავეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც სადიგოვს ბრალს სდებს აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის მიმართ ჩადენილ მუქარასა და გამოძალვაში. 

საქართველოს პროკურატურა სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს",- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.