შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ა.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press