თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა.
როგორც თავად ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნა, "მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული სასამართლოსგან" სხვა მოლოდინი არ ჰქონდათ.
"სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო არ ჰქონდა სამართალდარღვევასთან. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებსაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და ამბობენ, რომ იყო სპეცოპერაცია, მაგრამ ამბობდნენ, რომ კამერით არ იღებდნენ, რადგან გაფუჭებული იყოო. მთავარი, რატომაც ეს ყველაფერი კეთდება, არის ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეგვეშალოს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომ არ ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, გაზრდილ ფასებზე; იმაზე, რომ ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს 14-მილიარდიან დახმარებას, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ძლიერ ქართულ ოჯახს. ამ ყველაფერზე ლაპარაკის ნაცვლად, დაგვატარებენ სასამართლოებში, ზოგს ჯარიმებს გვიწესებენ, ზოგს აპატიმრებენ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ; ქვეყანა უნდა წავიყვანოთ სწრაფი სვლით ევროპისკენ; ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პროკურატურა, პოლიცია, ნორმალური ჯანდაცვა, ნორმალური განათლება და ყველა ის სიკეთე, რაც არის ევროპაში.
ივანიშვილმა იცის, რომ ამ არჩევნებს აგებს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედებები. მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული სასამართლოდან არანაირი მოლოდინი არ გვქონდა. ხვალ არის ირაკლი ეძგვერაძის პროცესი და ალბათ, იქაც მსგავსი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ 26 ოქტომბრამდე მოვითმენთ. მთავარი არის ერთიანობა, მივიდეთ არჩევნებზე და საქართველო სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადავ არ არის ასეთი მარაზმი, სადაც ადამიანებს ექნებათ კეთილდღეობა, მაღალი შემოსავალი, მაღალი პენსიები, ევროპული ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად მიდიან ქვეყნიდან.
მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო 100-მდე ადამიანი, იღებდა არაერთი კამერა, არცერთი მტკიცებულება არ წარმოადგინეს, არცერთი ნეიტრალური მოწმე არ დაკითხეს და დღეს იმ სამი პოლიციელიდან, რომელიც დაკითხეს, ერთს წამოსცდა, რომ იქ მხოლოდ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე კი არ ვუშლიდით ხელს, არამედ თურმე დანარჩენი ადამიანებიც უშლიდნენ ხელს და მაშინ მხოლოდ ჩვენ ორნი რატომ დაგვიჭირეს? მოსამართლე მიხვდა, რომ ეს წამოცდენა ჰქონდა შსს-ს ცრუ მოწმეს და იძულებული გახდა, ჩარეულიყო და ეს კითხვა აერიდებინა პოლიციელისთვის", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press