Foto

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 638 140-მდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 638 140-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 19 სექტემბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 638 140;
  • ​ტანკი - 8 705;
  • ჯავშანტექნიკა - 17 093;
  • საარტილერიო სისტემა - 18 177;
  • სარაკეტო სისტემა - 1 189;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 947;
  • თვითმფრინავი - 369;
  • ვერტმფრენი - 328;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 15 417;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 592; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 24 839;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 109.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.