თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მთავარი არხის", "ფორმულას" და "TV პირველის" წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა და მედიებს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მედიები თავად ავრცელებენ.
9 ოქტომბერს მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი, ფორმულა და TV პირველი ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდამრღვევებად ცნო.
მანამდე, სამმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press