გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გოგატიშვილმა გამოაცხადა.
სადამკვირვებლო კოალიცია "ჩემი ხმის" სარჩელი გორის 32-ე საარჩევნო ოლქის 14 უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა.
შეგახსენებთ, მანამდე, გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ამასთან ერთად, არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press