Foto

გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გოგატიშვილმა გამოაცხადა.

სადამკვირვებლო კოალიცია "ჩემი ხმის" სარჩელი გორის 32-ე საარჩევნო ოლქის 14 უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, მანამდე, გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამასთან ერთად, არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.