Foto

ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ ის პროკურატურაში არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, "პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს".

"გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.

დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული.

ცხადია, “ოცნების” პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე",- წერს ბადრი ჯაფარიძე.