Foto

მიხეილ გახელაძე - ძალიან დიდი ემოციები იყო, მთელი ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით ჩვენს შვილს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე აცხადებს, რომ შვილის დღეს გათავისუფლბას არ ელოდებოდა.

მიხეილ გახელაძე მადლობას უხდის პატრიარქს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში.

„ემოციები ძალიან დიდი იყო, მთელი ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით ჩვენს შვილს, მაგრამ ეს დიდი ემოციები შეიცვალა სიხარულით, წუთი წუთზე ველოდებით ჩვენს შვილს და დაგვიბრუნდება უვნებელი. არ ველოდებოდით, არ ვიცოდით, როდის გათავისუფლდებოდა, იმედები კი იყო, რომ მალე გაათავისუფლებდნენ. დიდ მადლობას ვუხდით უწმინდესსა და უნეტარესს, აგრეთვე ირაკლი ღარიბაშვილს, ყველას, ვინც ჩართული იყო“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ.