Foto

დამიკავშირდნენ უკვე სასამართლოდან და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვიკითხები - ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია გამოკითხვაზე დაიბარეს.

ლომჯარია არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება.

ყოფილი სახალხო დამცველი პროკურატურაში გამოკითხავზე უარს აცხადებს და ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას მოითხოვს.

“მე ვიქნები გამოკითხული მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. დამიკავშირდნენ უკვე სასამართლოდან და მზად ვარ მივაწოდო ხელთარსებული ყველა ინფორმაცია, რაც ეხება დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, არჩევნების დროს  ჩადენილ სავარაუდო დანაშაუალებრივ ფაქტებს და მივაწვდი ყველა მტკიცებულებას, რაც  ვფიქრობ, რომ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც გაკეთდა სადამკვირვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან“,- განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, მანამდე გამოიკითხნენ ორგანიზაციის სხვა წევრები, ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.