Foto

რუსთაველის თეატრმა რუსეთში სპექტაკლი „თამაშის დასასრული“ წარადგინა

რუსთაველის თეატრის დასმა რუსეთში სპექტაკლი წარადგინა. დასი მოსკოვში ცოტა ხნის წინ გაემგზავრა და სპექტაკლის „თამაშის დასასრულის“ პირველი წარმოდგენა 30 ივნისს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამართა.

წარმოდგენის ამსახველ ფოტომასალას თავად რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლას საზოგადოებაში არაერთგვაროვი რეაქცია მოყვა. რობერტ სტურუამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სფეროებია და რუსეთში ხელოვნების საჩვენებლად წავიდა.

“იცით რა მაკვირვებს? - რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება, როცა რუსული თეატრები ჩამოდიან, მაშინ ტაშით ხვდებით. ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.