უფლებადამცველ რუსუდან აგულაშვილის ინფორმაციით, თბილისში დილით 20 წლის ლუკა ჯაბუა დააკავეს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებული ახალგაზრდა დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ჯაბუა მის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.
„20 წლის ბიჭი არის დაკავებული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის: ძალადობა, პოლიციაზე თავდასხმა, ნივთის დაზიანება - ბევრი რამ არის მოცემული ამ მუხლში. 225-ე მუხლის პირველი ნაწილია ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს. იმიტომ, რომ საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ. სახლიდან აიყვანეს, როგორც მესაუბრა. სახლთან გუშინდელი დღიდან დგანან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. უთვალთვალებდნენ, როგორც ჩანს. დღეს დილას საჭმლის გამოძახებას აპირებდა და დააკავეს. ამ ეტაპზე ტელეფონი არის ამოღებული, თვითონ სამართლებრივად ჩხრეკა ჩატარდა თუ პირადი ჩხრეკა, ამას ვერ საუბრობს და საქმის მასალებს როდესაც ავიღებთ, ეს ყველაფერი გვეცოდინება. აქციაზე იყო ნამდვილად, ოღონდ თავის მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის რეჟიმში. წარმოდგენა არ აქვს, რა ორგანიზება-ძალადობაზეა საუბარი“,- განაცხადა რუსუდან აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. საქართველოსა და სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. 28 ნოემბრიდან დღემდე სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press