დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე VTB ბანკის ფილიალის გაქურდვა სცადეს.
ახალგაზრდა მამაკაცმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით - სავენტილაციო მილიდან დატოვა.
მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press