აქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით: „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“. შეკრებილები ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის დევნასა და არალეგიტიმური მმართველობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
„სტიკერის გამო აკავებენ ადამიანებს, სადაც არანაირი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ წერია, მხოლოდ გაფიცვისკენ მოწოდებაა. „ქართულ ოცნებას“ გაფიცვის ძალიან ეშინია, რადგან ამას ვერ გაუძლებს და ეს ჩამოშლის ხელისუფლებას,“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.
მათივე თქმით, ქართული პოლიცია ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს ემსახურება და არა ხალხს.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ყველა დაკავებულს და მოითხოვენ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press