რესტორან „ბაბილოში“, სადაც მოსამართლეებს კორპორატიული წვეულება აქვთ დაგეგმილი, პროტესტის ტალღაა. ადგილზე იმყოფებიან რეჟიმის პატიმრების დედები, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
დედები თან დაკავებულების ფოტოებს ატარებენ და სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეებს რესტორანში სანქცირებული ლევან მურუსიძე ეგებება, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა.
რესტორნის მიმდებარე ტერიტორია სამოქალაქო აქტივისტებითა და სამართალდამცავებით არის სავსე, თუმცა პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ, სანამ მათი შვილები არ გათავისუფლდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალ...
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგ...
პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
Mana press