Foto

ხარკოვში, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,„შაჰედის“ ტიპის დრონი სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე მოხვდა. ეს არის ხის გადამამუშავებელი საამქრო. დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ქარხანაში წარმოებისთვის გამოიყენებოდა. შედეგად ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა და გავრცელდა.უწყების ცნობით, ხანძარმა დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 12-ზე მეტი დანაყოფი, ასევე ხარკოვის საკრებულოს ტექნიკა“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამმართველოს დირექტორმა, ბოგდან გლადკიხმა.