გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა რუსთავის ქალთა კოლონია დატოვა. მისი თქმით, შიმშილობის მეოცე დღეს ჟურნალისტი კიდევ უფრო გამხდარია, უჭირს გადაადგილება და საუბარიც შესამჩნევად შეაფერხა.
„შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა და გარკვეული დრო დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო, რადგან აშკარად დაღლილი იყო. ამბობს, რომ ჯერ უძლებს, არ შევწუხდეთ, და რომ როცა ვეღარ გაუძლებს, მაშინ გვეტყვის. რაიმე დახმარებას ან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ ითხოვს. ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ, უფრო ნელა საუბრობს და მოძრაობს. ჩვენ მივაწოდეთ 28 იანვრის სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომლებიც მანამდე არ ჰქონდა ნანახი. მომავალი კვირისთვის დაგეგმილია დამატებითი სამედიცინო კვლევები, თუმცა ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რა გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ ორშაბათს გავიგებთ“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, მზია ამაღლობელი უკვე 20-ე დღეა შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის,“ – განაცხადა მან.
The hearing on the lawsuit seeking to ban oppos...
Tbilisi City Court has sentenced Eliso Kiladze,...
The International Press Institute (IPI) has con...
It makes me smile when some people say, with a ...
Former employees of the State Security Service ...
Mana press