კლუბი "მტკვარზე" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, მათი თქმით თბილისის მერიის ფორმიანმა თანამშრომლებმა კლუბის აივნიდან გადაკიდებული ბანერი - "თავისუფლება თანამებრძოლებს" თვითნებურად ჩამოგლიჯეს.
მათივე ინფორმაციით, ისინი ყოველგვარი ოქმის გარეშე შეიჭრნენ შენობაში, სადაც მხოლოდ ხელოსანი იმყოფებოდა.
„ღია კლუბში, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ხელოსანი იმყოფებოდა, მერიის რამდენიმე ფორმიანი წარმომადგენელი, ყოველგვარი ოქმის წარდგენის გარეშე, შემოიჭრა და აივანზე გადაკიდებული ბანერი ჩამოგლიჯა. რეჟიმი უკან არაფერზე იხევს და ყველა ხერხით ცდილობს არსებული პროტესტის ტალღის ჩახშობას, მაგრამ ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თავისუფლება თანამებრძოლებს! თავისუფლება მზიას!“ – წერია ინფორმაციაში.
The hearing on the lawsuit seeking to ban oppos...
Tbilisi City Court has sentenced Eliso Kiladze,...
The International Press Institute (IPI) has con...
It makes me smile when some people say, with a ...
Former employees of the State Security Service ...
Mana press