Foto

„Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Zeekr 009 წარუდგინა

Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა.

დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე ელექტრომობილს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს 140-კილოვატიანი CATL-ის ბატარეა, რომელიც ერთი დამუხტვით რეკორდული მანძილის, 830 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობას ქმნის. 0-დან 80%-მდე დამუხტვა კი, DC სწრაფი დამტენის გამოყენებით, მხოლოდ 25 წუთშია შესაძლებელი.

გიორგი შაქარაშვილი, „Zeekr საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „Zeekr საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდათუმცა შევძელითრომ ამ მცირე დროში ჩვენი მომხმარებლისთვის არაერთი სიახლე შეგვეთავაზებინაჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს და ვსწავლობთ მომხმარებელთა განწყობებსამჯერად გადავწყვიტეთწარვადგინოთ Zeekr 009, რომელიც ბევრი მიმართულებით არის გამორჩეულიმათ შორისაა ტევადობამოცულობიდან გამომდინარეელექტრომობილი იდეალურია სასტუმრო სერვისებისთვისტურიზმის სფეროსა და VIP მომხმარებლებისთვის.

ინდივიდუალურად არის შესაძლებელი კონფიგურაციების შემუშავება - სალონის ფერისადგილების რაოდენობისბატარეის მოცულობის მიხედვით“.

790 ცხენის ძალის მქონე Zeekr 009 100 კმ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.9 წამში ახერხებს. თავის კლასში ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი აღჭურვილია მაღალი ხარისხის მუდმივი მაგნიტის სინქრონული ელექტროძრავის სისტემით, რომელიც SiCk სილიკონის კარბიდის მართვის ტექნოლოგიას ეფუძნება. ულტრათანამედროვე ელექტრომობილში გამოყენებულია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები – ადაპტირებული კრუიზკონტროლი, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, ზოლიდან გასვლის გაფრთხილება, ბრმა წერტილების კონტროლი, ავტომატური დამუხრუჭება და 360-გრადუსიანი კამერის სისტემა. შვიდი 8-მეგაპიქსელიანი HD კამერა, ოთხი 2-მეგაპიქსელიანი გარე ხედვის კამერა და ერთი 250-მეტრიანი ულტრა ხანგრძლივი დიაპაზონის რადარი გზის ხედვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

Zeekr 009 გამორჩეულია ექსტერიერითა და ინტერიერით. პანორამული ლუქის მქონე ელექტრომობილი აღჭურვილია Nappa ტყავის 7-ფენიანი სავარძლებით. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის 12 სმ სისქის ბალიშები, ჭერისა და გვერდითი კარის განათება. ექსკლუზიური ციფრული სისტემა მგზავრებს გართობის მრავალფეროვან საშუალებასაც სთავაზობს. 39.6-სანტიმეტრიანი, 5-საფეხურიანი დახრილი ეკრანი და 20 Yamaha hi-fi ხმის გამაძლიერებელი უნიკალური ხმის ჟღერადობას უზრუნველყოფს. დამატებით კომფორტს ქმნის ჩაშენებული მაცივარი.

Zeekr 009-ის წინასწარი შეკვეთა ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე შესაძლებელია. 4 ფერში (შავი, ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი) წარმოდგენილი, 7-ადგილიანი ელექტრომობილის საბაზრო ღირებულება 70 000-დან 83 000 დოლარამდე ეკვივალენტით ლარში მერყეობს. თუმცა ავტომობილის საბოლოო ღირებულებას მისი მახასიათებლები და კონფიგურაცია განსაზღვრავს.

 

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაშითეგეტა ქარსში შემავალი კომპანია “Zeekr საქართველო ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებსის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდირომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.