UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე კულტურის დარგში ერნესტო ოტონე საქართველოს მადლობას უხდის, მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის.
მისი თქმით, კოლხური ტყეები და და ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენს უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს. "ჩემთვის დიდი პატივია, იუნესკოს სახელით მივულოცო საქართველოს კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა. კოლხური ტყეები და და ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენს უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს, რომელიც მილიონობიძთ წლის წინ გადაჭიმული იყო ევრაზიის კონტინენტზე და დღემდე შემორჩენილია პირვანდელი სახით.
მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის, მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის. თქვენ დაამტკიცეთ რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ ადგილას ცდილობენ თაობებს შეუნარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური და მემკვიდრეობა,"- აცხადებს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე კულტურის დარგში ერნესტო ოტონე.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მ...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ერო...
დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კო...
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, ს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილ...
Mana press