დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს.
ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ მზად ვართ მეორე ეტაპისთვის, რომლის დროსაც ტყვეების ერთბაშად გაცვლა მოხდება შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გამოიწვევს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ღაზადან ჯარების სრულ გაყვანას“, - აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს მოხდა შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, „ჰამასი“ შაბათს ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხუთშაბათს კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარს გადასცემს.
რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამ-დღიანი ცეც...
7 მაისს, ადგილობრივი დროით, დილით ადრე, ინდოეთი...
რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმი...
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხ...
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში...
Mana press