აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან კარგი იყო.
„შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს უნდა დაეწყო ომი.
”ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, - აღნიშნა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტამდე დაეცა.
რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამ-დღიანი ცეც...
7 მაისს, ადგილობრივი დროით, დილით ადრე, ინდოეთი...
რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმი...
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხ...
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში...
Mana press