21 თებერვალს, 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დანიასთან შეხვედრას თბილისში გამართავს.
აღნიშნულ თამაშზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის მიერ შერჩეული შემდეგი კალათბურთელები ითამაშებენ:
დანიის საკალათბურთო ნაკრების რიგებში კი იქნებიან ევროლიგის ვარსკვლავები: პარტიზანის უკანახაზელი, იფე ლუნდგერგი და მილანის მსუბუქი ფორვარდი, შევოლ შილდსი. მათი მწვრთნელი კი ალან ფოსია.
დანიასთან თამაშის შემდეგ საქართველო შეხვედრას 24 თებერვალს 23:00 საათზე სერბეთთან გამართავს.
კონტინენტის პირველობას ერთდროულად 4 ქვეყნის 4 ქალაქი უმასპინძლებს: ტამპერე (ფინეთი), კატოვიცე (პოლონეთი), ლიმასოლი (კვიპროსი) და რიგა (ლატვია).
ევრობასკეტი 2025 სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, 14 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ევროპის 24 საუკეთესო ქვეყანა მიიღებს.
ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს დარჩენილ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში. წინ ევრობასკეტია!
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
თუ სპორტი გიყვარს, აუცილებლად გჭი...
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლ...
მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის - თანამედროვე ქარ...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გან...
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PS...
Mana press