რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე იერიში მიიტანეს 26 თებერვალსაც. არის მსხვერპლი.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
დაღუპულის ცხედარი მაშველებმა აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც დრონებით შეტევის შემდეგ გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, ბუჩის რაიონში დაზიანებულია ათამდე კერძო და მრავალბინიანი სახლი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონი მოხვდა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინას, ამიტომ არავინ დაღუპულა. დაზიანებულია სხვა სართულიც. დაშავდა ორი ადამიანი.
რუსეთმა 9 მაისამდე გამოცხადებული სამ-დღიანი ცეც...
7 მაისს, ადგილობრივი დროით, დილით ადრე, ინდოეთი...
რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმი...
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხ...
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში...
Mana press