შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კრაბ კოფის“ თანამშრომლებზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მამაკაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონის, ქრისტი პირველის ცნობით, მაღაზიის დამფუძნებლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხნენ. „მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს "კრაბ კოფი" არ იქნება. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ,“ - წერს ქრისტი პირველი ჯგუფ „დაიტოვეში“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტი დაიწყო მაღაზიაში მყოფ პირსა და „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს შორის, რაც შემდგომში გარეთ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
სამართალდამცველები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას განაგრძობენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press