მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, თუმცა მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან პატიმრობა გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა მზია ამაღლობელს.
„მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გაიმართა. ახალდანიშნულმა მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვა.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმ...
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის დ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხები...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალ...
საქართველოს პროკურატურა ბიზნესმენ გი...
Mana press