„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთულ რეკონსტრუქციულ პროცედურებსაც სთავაზობენ პაციენტებს. ამ ყველაფრისთვის კი, „რენიუში“ მოწინავე ტექნოლოგიების სრული სპექტრია წარმოდგენილი, პროფესიონალთა გუნდი კი, სხვადასხვა პროცედურას უმაღლესი სტანდარტების დაცვით ატარებს.
„ჩვენი გამორჩეული ხაზი სწორედ რეკონსტრუქციული ოპერაციებია. საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში, არ არსებობს ისეთი ცენტრი, სადაც პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად რთული რეკონსტრუქციულიპროცედურები ტარდება. სწორედ ეს ხდის ჩვენს კლინიკას გამორჩეულს”, —ამბობს “რენიუს” დამფუძნებელი, ლაშა ოსეფაიშვილი.
იმისათვის, რომ „რენიუს” დამფუძნებლებს, ლაშა ოსეფაიშვილს და ეკა ბეროზაშვილს ინოვაციური იდეები რეალობად ექციათ, შესაბამისი კაპიტალის საჭიროება დადგა. „თიბისის ფინანსური მხარდაჭერა საწყისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ამ კაპიტალის გარეშე, ვერ შევძლებდით ამ ეტაპამდე მოსვლას”, — ამბობს ლაშა ოსეფაიშვილი.
“რენიუს” დამფუძნებლებს წინ დიდი გეგმები აქვთ. მოწინავე იდეებითა და ხედვებით, პლასტიკური ქირურგიის და რეკონსტრუქციის ცენტრის მუდმივ ზრდასა და განვითარებას აანონსებენ.
თუ სპორტი გიყვარს, აუცილებლად გჭი...
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლ...
მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის - თანამედროვე ქარ...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გან...
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PS...
Mana press