თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს დავით მგელიაშვილი განიხილავს.
დღევანდელი პროცესი მტკიცებულებათა განხილვით გრძელდება.
როგორც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი პროცესის შემდეგ გაირკვევა საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება, თუ საერთოდაც შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა.
სხდომას ესწრებიან ბრალდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე პოლიტიკოსები: ბადრი ჯაფარიძე, ლევან სამუშია, ფიქრია ჩიხრაძე, ვატო სურგულაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
The hearing on the lawsuit seeking to ban oppos...
Tbilisi City Court has sentenced Eliso Kiladze,...
The International Press Institute (IPI) has con...
It makes me smile when some people say, with a ...
Former employees of the State Security Service ...
Mana press