ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა.
„დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს ერთთვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს.
შესაბამისად, თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც კიდევ 2 თვით გადაიდება“, - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით, თებერვლის თვეში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი სამართალდარღვევები შსს-ს განსჯადი გახდა. საქმე სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.
ამასთან, პოლიციის მიერ ჯარიმადაკისრებულ მოქალაქეს საჯარიმო ოქმის გასაჩივრების უფლება აქვს, რაც ოქმის მოქმედებას აჩერებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი,&nb...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლ...
Mana press