ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში
ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა.
ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში.
სამ თვიანი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ კონცეფციებს, განავითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს და შეძლებენ მათ გამოყენებას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
კურსი მიზნად ისახავს გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ინტერესი რეალურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გზით.
Python-ის საწყისები, ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახვეწა (fine-tuning), დიდი რაოდენობის მონაცემებთან მუშაობა; სამუშაო მოდელების გაწვრთნა და ოუფენ სორს LLMs (მაგ.: llama) მოდელების გამოყენება - ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც კურსის მიმდინარეობისას დაამუშავებენ მოსწავლეები. ფინალურ პროექტზე მუშაობისას კი დამოუკიდებლად დაგეგმავენ და შექმნიან ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციას.
თიბისი ტექსკოლის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა უფასოდ შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.
არ გამოგრჩეთ თიბისი ტექსკოლაში რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.
„თეგეტა მოტორსი“ ნარჩენების გა...
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომე...
თიბისისთვის, როგორც ტექ დამსაქმებლისთვის, მნიშვ...
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სე...
Mana press