Foto

"ინივიდუალური პროტესტია ამ სამარცხვინო ჩინოსნის" - ლიტერას კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა

"ლიტერას" პრემიის კონკურსს წულუკიანის გამო კიდევ ერთი კონკურსანტი, დიზაინერი ნატალია ავალიანი გამოეთიშა. ფეისბუქის გვერდზე ის წერს, რომ უარს ამბობს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე.

"პირველ რიგში, მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული და პატივისცემა "მწერალთა სახლის" და მისი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ ქართველი ავტორებისთვის, საგამომცემლო საქმისთვის და ზოგადად, ლიტერატურისთვის. ამასთან, მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი. ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი "ლიტერას" მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და "მწერალთა სახლს". და სრულიად საქართველოს", - წერს ის. 

მანამდე, მწერალ ტორესა მოსის შემდეგ ლიტერას პრემიიდან საკუთარი წიგნი მივიწყებულნი მწერალმა მათე სარალიშვილმაც მოხსნა. როგორც სარალიშვილი ფეისბუქზე წერს, გადაწყვეტილება გამომცემლობასთან შეთანხმებულია.