შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.ბ.-ს პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-6 და 19-260 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული დ.კ., რუსეთის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ი.ა. და უკრაინის მოქალაქე 2006 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეთადონი" „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. ამოღებულ ნარკოტიკებს შორისაა ერთ-ერთი ბრალდებულის ი.პ-ს მიერ ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი.
პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპ...
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
Mana press