საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის საბჭოს მხრიდან საიასთვის ინფორმაციის გაუცემლობის ფაქტზე უფლების დარღვევა დაადგინა.
საიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია უკანონოდ არ გასცემს საჯარო ინფორმაციებს. საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარების მიზნით ასოციაციამ სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აპარატსაც დაუდასტურეს, რომ ინფორმაცია "არ იქნა გაცემული", მაგრამ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რატომ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას წერილში არ არის განმარტებული.
"ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა რომ სასამართლო რეპრესიების გამტარებელი ინსტიტუტია, სადაც ყველაზე ხშირად მოქალაქეებს უსამართლობის გრძნობა უჩნდებათ და სადაც უფლებების დაცვა ფორმალობად იქცა. ფაქტია, რომ სისტემა მცირე ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობს საზოგადოების წინაშე. 2025 წლის 18 მარტს მიღებული რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა დაადგინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია უკანონოდ არ გასცემს საჯარო ინფორმაციებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ("საია") 2023 წლის 14 დეკემბერს იუსტიციის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ, მოთხოვნილი ინფორმაციების გაუცემლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა. პროცესი დღემდე არ ჩანიშნულა. საიამ სარჩელების შეტანის შემდგომაც მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, პასუხი კვლავ არ მიუღია.
საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარების მიზნით საიამ მიმართა სახალხო დამცველის აპარატს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აპარატსაც დაუდასტურეს, რომ ინფორმაცია "არ იქნა გაცემული", მაგრამ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რატომ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას წერილში არ არის განმარტებული. ეს არის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების უხეში და აშკარა დარღვევა, რითაც, ფაქტობრივად, საზოგადოებას ერთმევა შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე და განახორციელოს საზოგადოებრივი კონტროლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტზე. სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში გაიმეორა საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406, 408 გადაწყვეტილება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის სასიცოცხლო დისკუსიის არსებობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაზე უფლების შეზღუდვა მათ "საზოგადოებრივის მეთვალყურის" ფუნქციებში ჩარევასაც წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებები: გუსევა ბულგარეთის წინააღმდეგ, პარა 37, შაპოვალოვი უკრაინის წინააღმდეგ პარა 68.)
ინფორმაციის სისტემური დამალვა არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლებრივ დარღვევას - ეს არის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მიზანმიმართული გაუქმება, რაც ხელს უშლის სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასა და მასზე დემოკრატიულ ზედამხედველობას". - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
Mana press