25 აპრილს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.
ტრენინგი სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.
ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.
ტრენინგის პირველ ნაწილში, შემეცნებითი სამაგიდო თამაშების, ვიდეოების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თეორიული მასალების საშუალებით, ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა. ტრენინგის მეორე ნაწილი კი დაეთმობა მონაწილეებისთვის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე მორგებული ინფორმაციის მიწოდებას.
ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს აქვთ, რისთვისაც მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: დარეგისტრირდი
თუ სპორტი გიყვარს, აუცილებლად გჭი...
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლ...
მოემზადეთ კინომოგზაურობისთვის - თანამედროვე ქარ...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გან...
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PS...
Mana press