მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რომში, პარიოლის რაიონში ბინაში შეღწევის მც...
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალ...
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგ...
Mana press