სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა.
უწყების მონაცემებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.
კინოპრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარ...
ყოველწლიურად, Global Private Banker-ის გამოცემა...
თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიცი...
წელს ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდ...
საქართველოს ბანკი განაგრძობს აგრო სექტორის ...
Mana press