სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა.
უწყების მონაცემებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.
საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა დაუვიწყარი თა...
საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს პარტნიორი ბიზ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, შავი ზღვის რ...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის აქტ...
Microsoft-ისა და Nvidia-ს მიერ ორგანიზებული AI ...
Mana press