საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 120 000-ზე მეტ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებს შორისაა:
საქართველოს ბანკის სტიპენდიები
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. წელს საქართველოს ბანკის სტიპენდიის მისაღებად 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში 22 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული. 165-ზე მეტი სტუდენტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია
საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას, სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ოთხი პარტნიორი უნივერსიტეტის (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
UniGrant – საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდია
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, მიიღოს სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საცხოვრებელი ხარჯებისთვის.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge
გაეროს უსაფრთხოების მე-8 გლობალური კვირეულის ფა...
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნა...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის კლა...
ფოტოკონკურსი, სახელწოდებით „ქოლგა თბ...
საქართველოს ბანკის PLUS გათამაშება გრძელდება და...
Mana press