Foto

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება თანამედროვე გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენას.

კეთილშობილი კავკასიური ირემი, არჩვის სამხრეთკავკასიური ქვესახეობა და კასპიური შურთხი - ეს იმ სახეობათა ჩამონათვალია, რომელთა მცირე ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საირმის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შეინიშნება. ეკოლოგიური რესურსებითა და ბუნებრივი ლანდშაფტით მდიდარი ადგილი საუკეთესო პირობებს ქმნის საფრთხეში მყოფი სახეობების დასაცავად.

ისტორიული პროექტისა და „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობის დამტკიცების შემდეგ ამ მისიის განსახორციელებლად ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვაზე პასუხისმგებლობა ახლა ლიცენზიატს ეკისრება, რომელიც მოვალეობას გეგმის მიხედვით ასრულებს. უსაფრთხო გარემო უმთავრესი ფაქტორია, რაც, მაგალითისათვის, კეთილშობილი კავკასიური ირმის საირმეში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ამ დროისათვის დაახლოებით 1000 კავკასიური ირემია, რაც საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია. მისი დნმ სრულიად განსხვავდება ევროპაში გავრცელებული სახეობისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოყვანა მხოლოდ კავკასიის ქვეყნებიდან არის შესაძლებელი, ისიც მხოლოდ დნმ-ის დადასტურებითა და სახელმწიფოს ნებართვით. არსებობს მეორე გზაც, რომელიც საირმის ტერიტორიაზე შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს. აუცილებელია, ტერიტორიაზე შეწყდეს ბრაკონიერობა, გაკონტროლდეს მტაცებელთა რაოდენობა, შემოისაზღვროს დაცული ტერიტორია, რომელიც 10 000 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს, და მუდმივად კონტროლდებოდეს.

რევაზ ბეჟაშვილიგარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: კეთილშობილი კავკასიური ირემი საქართველოს ტერიტორიაზე 

ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალშიგურია აჭარის ქედზელაგოდეხის ნაკრძალშიასევეგარდაბნის აღკვეთილში გვხვდებამცირედი შემოსვლები აღინიშნება საირმეშისადაც ამ დროისათვის მიმდინარე პროცესები 

იმედის მომცემია

ტერიტორია აღჭურვილია დაცვითყველგანმავალი ავტომობილებით მიმდინარეობს მონიტორინგიდამონტაჟებულია ფოტოხაფანგებიპროცესში ჩართულია დრონებითუ ტყე დაცული იქნება

საირმეს ირემი დაუბრუნდება.

რაც შეეხება ირმის გამრავლების შესაძლებლობებსპირველ რიგში, უნდა ითქვასრომ პოპულაცია იქვეააბასთუმნის თავზეთუ მას საირმეში უსაფრთხო გარემო დახვდებაირემიც შემოვა

ეს ბუნებრივი პროცესიაბიჟინი (ირმის ნაშიერისადაც იბადებაიქვე რჩებაის ადგილი იქცევა მის სამშობლოდ.

მეორე ვერსიაა ირმის საშენში გამრავლებარომლის მოწყობის ვალდებულებაც საირმეს რეკრეაციულმა ფერმამ“ აიღოის შესაბამის რობებს უნდა აკმაყოფილებდესეს კი ლიცენზიატისთვის წინაპირობაა

სახელმწიფოსგან მიიღოს უფლებაბუნებაში მოიპოვოს ირემი გამრავლების მიზნით და შემდეგ უკან გაუშვასმესამე გზა კი მისი სხვა ქვეყნიდან შემოყვანაათუმცა მხოლოდ დნმ-ის გადამოწმებითამას თავისი უპირატესობები აქვს – სხვადასხვა ბუდის ირმების შეჯვარებით სისხლი განახლებაეს ძალიან კარგი იქნება არა მხოლოდ საირმისთვისარამედ მთელი ბორჯომ-ხარაგაულის კვატორიისთვის“.

ცხოველთა მოპოვების უფლების მისაღებად საშენი შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი და ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. აუცილებელია დიდი ტერიტორია, დაცული ღობითა და

სამეთვალყურეო სისტემით. ამასთანავე, თითოეულ ცხოველს, რომელსაც ფერმიდან ღია ტერიტორიაზე გაუშვებენ, ექნება სპეციალური GPS საყელო, რათა მუდმივი დაკვირვება იყოს შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, კვლევითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებშივე, ტყეში მალე გაჩნდება სამარილეებიც, რაც ტერიტორიაზე ცხოველის გაჩერება-დარჩენას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ფერმაში ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია. ასევე, დამონტაჟებულია 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გაიზრდება და სათანადო ლოკაციებზე განთავსდება.

საირმერომელიც ცნობილია, როგორც სამკურნალო და საკურორტო ზონათავისი ტენიანი კლიმატითა და ტყიანი ტერიტორიებით იდეალურ გარემოს ქმნის ირმებისთვისრეგიონს აქვს საკვები რესურსები

წყლის საკმარისი მარაგი და შედარებით დაცული გარემო – ეს ყველაფერი აუცილებელია ირმის პოპულაციის წარმატებული გამრავლებისთვისსაქართველოს რელიეფიდან გამომდინარექვეყანაში არანაკლებ 60-70 000 ერთეული კავკასიური ირემი უნდა იყოსროცა ეს ციფრი 1000 ერთეულს სულ ოდნავ აღემატებანიშნავსრომ ეს პოპულაცია კვდებ, – ამბობს რევაზ ბეჟაშვილი.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში განთავსებულმა ფოტოხაფანგებმა ტერიტორიაზე აღმოაჩინა კიდევ ერთი საინტერესო არჩვის ქვესახეობა (ლათ. Rupicapra rupicapra aziatica), რომელიც ასევე წითელ ნუსხაშია დაცული. საქართველოში მისი ორი ქვესახეობაა და, როგორც სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, ორივეს დაცვა სჭირდება.

პროექტის ფარგლებში, მაისის მეორე ნახევრიდან საირმის ტყეში ექსპერტთა საველე გასვლები იგეგმება.

ვვარაუდობთრომ მეურნეობის ტერიტორიაზემთების კლდოვან ნაწილში არის კასპიური შურთხიცთუ დადასტურდაეს ძალიან სასიხარულო აღმოჩენა იქნებაცნობილია, რომ ისიც გადაშენების პირასაა

ამის მიზეზი უმეტესწილად არარეგულირებული ძოვება გახდამაგალითადცხვრის ფარა ფრინველის საბუდარ ადგილებში ძოვისას ხშირად ფრინველის ბუდეებს ანადგურებს.

თუ ველური ბუნება გაქრებაგაქრება შინაური ცხოველიც და ადამიანიცერთი რგოლის ამოვარდნაც კი ყველაფრის რღვევას განაპირობებსვფიქრობპასუხისმგებლობიანი მეურნეობების გაჩენა ამ პროცესის

 შეჩერებას და წითელ ნუსხაში არსებული ცხოველების გადარჩენა-გამრავლებას შეუწყობს ხელს, – გვითხრა რევაზ ბეჟაშვილმა.

გადაშენების პირას მყოფი ცხოველების, მათ შორის კეთილშობილი კავკასიური ირმის დაბრუნება, საირმეში ფართო მიზანს, ეკოლოგიურ თანასწორობას ემსახურება და მდგრადი განვითარებისკენ

გადადგმული ნაბიჯია. გარემოს დაცვის უმთავრეს ფაქტორთან ერთად, საირმეში დაწყებული მასშტაბური პროექტი დაეხმარება და წაახალისებს ეკოტურიზმს საქართველოში, რაც, თავის მხრივ,

ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც აისახება.

ინფორმაციას "საირმეს რეკრეაციული ფერმა" ავრცელებს.