არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მედიებმა - სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა "FARA"-ს კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
"საიამ, სტუდია მონიტორმა, საქართველოს ამბებმა და მათმა ხელმძღვანელმა პირებმა ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული კანონი - "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სარჩელი 15 მაისს შევიტანეთ. ამ სარჩელით ვითხოვთ როგორც კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე მათი მოქმედების შეჩერებას, რადგან ამ კანონის ამოქმედება მყისიერ საფრთხეს აყენებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც, შეიძლება, უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში". - თქვა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
ქურდოვანიძის თქმით, ამ კანონს რეპრესიულად გამოიყენებენ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, რომ ამ კანონის მოქმედება შეაჩეროს.
ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული "FARA"-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედდება. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.
ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის&n...
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებ...
საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩია...
Mana press